0 0 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სოციალურ ქსელში სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს

  რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი სოციალურ ქსელში სკანდალურ ფოტოებს აქვეყნებს.  როგორც განცხადებაშია განმარტებული,  ფოტოებზე აღბეჭდილი ადამიანები სადგურ "სამტრედია მეორეში" არიან დასაქმებული.   კადრებში კარგად ჩანს, რომ რომ მათ სახის დამწვრობები აქვთ მიღებული.

"გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზის ბიუროს ოფიციალური განცხადებით, მიმდინარე კვირაში, 

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მაღალი ტემპერატურა იქნება შენარჩუნებული.

ყველასთვის ცნობილია, რომ "საქართველოს რკინიგზაში" დასაქმებული მუშების უმრავლესობა წლებია ითხოვს სატვირთო გადაზიდვების ელმავლებში, სადგურებში, სხვადასხვა საამქროებსა თუ დეპოებში, კონდენცირების სისტემის მოწესრიგებას, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე არ შესრულებულა.

ამ მხრივ, განსაკუთრებით ელმავლის და თბომავლის მემანქანეებს, ლიანდაგის მონტიორებს, ზეინკლებს, ელ. მომარაგებისა და სხვა პროფესიულ მუშაკებს, საქართველოს რკინიგზაში, წლებია გაუსაძლისი პირობები აქვთ.

დღითი - დღე მძიმდება კომკრეტულად სადგურ სამტრედია II_ში დასაქმებულთა ფიზიკური მდგომარეობა, სადაც ამ დრომდე ვერ ასახელებს კომპანია დასაქმებულთა კანის დამწვრობისა და ალერგიული სიმპტომების გამოვლენის რეალურ მიზეზებს.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაცვის სააგენტოს პროგნოზი გამართლდა და ქვეყნის მასშტაბით შენარჩუნდება მაღალი სიცხე, რკინიგზაზე დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე ტემპერატურა 40-45 გრადუსს გადააჭარბებს, რამაც შესაძლოა ადამიანის ჯანმრთელობას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს.

რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მამუკა ბახტაძეს მიმართავს, დროულად მიიღონ პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით აღებული ვალდებულებები"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები