0 0 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი“ - ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენა საეჭვოდ მიაჩნია. 

"ძალიან საეჭვოა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ "ბავშვთა სამყაროს" ხანძარი დღემდე გამოძიებული არ არის. მოდი იფიქრე, რომ ამ ბაზრობებს ცეცხლი თავისით უჩნდება. "ბავშვთა სამყაროს" ხანძარი" რომ გამოეძიებინათ, ასე შემთხვევით ხანძარი არ გაჩნდებოდა. არის საუბარი, რომ ეს ბაზრობა ორად გაიყოს, ერთი ნაწილი გადავიდეს სხვაგან და აქ რეკრეაციული ზონა გაშენდეს", - ამის შესახებ ელისაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 1000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. ხანძრის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ადგილზე 17 სახანძრო ბრიგადა და 130-მდე მეხანძრე მუშაობდა.

ამ ეტაპზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები ტერიტორიას ტოვებენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ოდენობა უცნობია.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები