საზოგადოება
"ხანძრის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი და საავადმყოფოშია გადაყვანილი "
2017-07-02 23:27:56
თბილისის ვიცე-მერი, ლაშა აბაშიძე აცხადებს, რომ ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლოკალიზებულია და მეხანძრეები ცეცხლის სხვადასხვა კერის ლიკვიდირებას ცდილობენ.
„ამ ეტაპზე თითქმის 100 %-ით არის ლოკალიზებული ხანძარი და ჩვენ იმედი გავქვს, რომ ახალი კერა არ გაჩნდება,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
მისი თქმით, ამჟამად მთავარი მიზანი ადამიანების უსაფრთხოების დაცვაა.
„მთავარი ამოცანა არის აქ, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული. არ მოხდეს ხალხის შესვლა და არ მივიღოთ ჯანმრთელობის დაზიანება,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ის ადასტურებს, რომ ხანძრის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
„დაშავებული არის, ერთი ადამიანი და საავადმყოფოშია გადაყვანილი,“ - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
კომენტარები