0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვაშინგტონში სატრანსპორტო ფორუმი ,,Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor” გაიმართა

ვაშინგტონში, საქართველოს საელჩომ, აზერბაიჯანის, თურქეთის ყაზახეთის, ავღანეთისა და თურქმენეთის საელჩოებთან ერთად, ასევე, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის თანამონაწილეობით, მეორე ყოველწლიური სატრანსპორტო ფორუმი - "Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor” გამართა. ფორუმის ოფიციალური პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატა იყო. აღნიშნული დერეფანი ერთმანეთთან ცენტრალურ აზიას, კასპიისა და შავი ზღვის სტრატეგიულ რეგიონებს აკავშირებს. 

ამ დერეფნით აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპის მიმართულებით ტვირთის ეფექტურად გადაზიდვა ხორციელდება. ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს თამაშობს "Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor”-ის განვითარებაში. მისი თანამშრომლობა დერეფანში შემავალ ქვეყნებთან ერთად განვითარდა და სტრატეგიულ პარტნიორობად იქცა. 

ამჟამად მიმდინარეობს ისეთი რეგიონალური ინფრასტრუქტურული პროექტების განვითრება, როგორებიცაა C5+1 სატრანსპორტო დერეფნი (ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი და აშშ), ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და სხვადასხვა პროტების განვითრება, რომელთა საერთო ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღემატება. 
ეს პროექტები უკვე უზრუნველყოფენ დამატებით ბიზნეს შესაძლებლობებს, სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდას, რაც ამერიკულ კომპანიებს ტვირთის ეფექტურად გადაზიდვის შესაძლებლობას აძლევს.  

აღნიშნული ფორუმი, აზიასა და ევროპაში მოქმედი მსხვილი ამერიკული კომპანიებისათვის, ახალი სატრანზიტო მარშრუტის შეთავაზებასა და რეგიონში არსებული კომერციული პოტენციალის გაცნობას ისახავდა მიზნად. ტრანს-კასპიური დერეფნის გასწვრივ რეგიონალური სატრანსპორტო ქსელის გაფართოვება, ახალ შესაძლებლობებს აძლევს ტრანს-კონტინენტალურ გადაზიდვებსა და ინოვაციურ მომსახურებას. 

ავღანეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი, თურქეთი და თურქმენეთი - ეს არის დაახლოებით 150 მილიონიანი სამომხმარებლო ბაზარი და ეს ქვეყნები მზად არიან მიიღონ მორგებული და ინტეგრირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ტვირთის ეფექტურ გადაზიდვას ხელს შეუწყობს.

 "Trans Caspian East-West Trade and Transit Corridor”-ის ფორუმი პრაქტიკული გამოვლენაა ტრანს-კასპიური ქვეყნების ერთობლივი სურვილისა შეიქმნას დერეფანი ეფექტური პირობებით. ფორუმის მონაწილეებმა ამერიკის ბიზნესის, პოლიტიკური და ექსპერტთა წრეების, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენელებისათვის საკუთარი ქვეყნების ინფრასტრუქტურული, ბიზნეს საინვესტიციო, სავაჭრო და სატრანზიტო შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ვაშინგტონში გამართულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რკინიგზის ფილიალ "სამგზავრო გადაყვანების“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ელდარ ფერცულიანმა. მან საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალზე ისაუბრა. ელდარ ფერცულიანმა ხაზი გაუსვა იმ შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტისა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დასრულების შემდეგ რკინიგზას მიეცემა.

სამგზავრო გადაყვანების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის პრეზენტაციამ - "საქართველოს რკინიგზის სატრანზიტო პოტენციალი“, მოწვეული სტუმრების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ფორუმის მსვლელობისას, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლებისათვის პრეზენტაციები, მსოფლიო ბანკში კი დახურული მრგვალი მაგიდა გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...