0 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პეკინის გამზირზე წყლის მაგისტრალური მილსადენი გასკდა - დატბორილია მაღაზიები

ჩამოტვირთვა

წყლის მილის დაზიანების შედეგად პეკინის ქუჩაზე სამი მაღაზია დაიტბორა. სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას წყლის მაგისტრალური მილსადენი გასკდა. ადგილზე თბილისის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან. თბილისის ვიცე მერის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ზარალის დათვლის პროცესი. დაზარალებულ მესაკუთრეებს აბაშიძის თქმით, ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

„გამომდინარე იმ სამუშაოებიდან, რაც მიმდინარეობს პეკინზე, როგორც იცით სრული რეაბილიტაცია ხდება, აქედან გამომდინარე მოხდა დაზიანება, 400-იანი მილი გაიბზარა და გასკდა და გამოვიდა წყალი. სამწუხაროდ, სამი მაღაზია დააზიანა. მაქსიმუმ, არა უმეტეს 12 საათში, მოხდება სრული აღდგენა. სამწუხაროდ, მაღაზიები არის დაზიანებული, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ რაც მოხდა დაზიანება, აბსოლუტურად სრულად იქნება აღდგენილი,“ - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.

დაზიანების გამო ამ დროისთვის პეკინის მაცხოვრებლებს შეზღუდული აქვთ წყალმომარაგება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენლები. როგორც კომპანიის ოპერაციული მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა, წყალმომარაგება მოსახლეობას მაქსიმუმ 12 საათის განმავლობაში აღუდგება.

„მოხდა ასეთი სამუშაო მსვლელობის დროს დაზიანება. სანიაღვრე სამსახური აკეთებდა თავის სამონტაჟო სამუშაოებს. ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ტექნიკური სამსახურების მხრიდან მოხდა უსწრაფესი გადაკეტვა წყლის, რათა არ მომხდარიყო უფრო მეტი წყლის შედინება სარდაფში,“ - განაცხადა მამუკა კიკალიშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები