0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურამ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

   რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ორ ფაქტზე რ.მ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259–ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ.მ.-მ ქალაქ რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს - ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. 

„პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და რ.მ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები