0 0 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"გამტაცებლები რომ კრიმინალები ყოფილიყვნენ, მალევე დაადგენდნენ მათ ვინაობას"

ჩამოტვირთვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ხვდება. 

შეხვედრის დაწყებამდე ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მადლობას უხდის გიორგი მარგველაშვილს მისი მეუღლის საკითხით დაინტერესებისთვის, რაც სხვა მაღალჩინოსნებმა არ გააკეთეს.

„მინდოდა პირადად გადამეხადა მადლობა პრეზიდენტისთვის იმ პოზიციის გამო, რომელიც მან აფგანის გატაცების საქმეზე დაიკავა. მისი პოზიცია საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის, პრემიერის პოზიციისგან განსხვავებული იყო. ისინი მხოლოდ აზერბაიჯანის პოზიციას იმეორებდნენ

პოლიციას ახალი არაფერი უთქვამს, გარდა რამდენიმე ვიდეო ჩანაწერისა და რამდენიმე ადამიანის ჩვენებისა, რომლებიც ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ. ერთი თვე გავიდა და შედეგი გამოძიებას არ დაუდია. ისინი ვერ პოულობენ იმ 4 ადამიანს, რომლებმაც გაიტაცეს ან გასცეს ბრძანება მუხთარლის გატაცებაზე. გამტაცებლები რომ კრიმინალები ყოფილიყვნენ, მალევე დაადგენდნენ მათ ვინაობას. ცხადია, რომ გატაცებაში სახელმწიფო სამსახაურები იყვნენ ჩართულები,“ - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები