0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვინ გახდება პატრიარქის ნათლული - 49-ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება:

იწყება ორმოცდამეცხრე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში 26 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე.

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

  • მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
  • მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები
  • შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
  • მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი და  cd დისკით

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი და cd დისკით

საკონტაქტო ტელეფონები: 593 90 08 10

558 65 11 59

593 46 45 71

კომენტარები

მსგავსი სიახლეები