0 2 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ტერაბანკის ფინალური გათამაშების გამარჯვებული ცნობილია

2017 წლის 20 ივნისი მელორ ქაჯაიასთვის ახალი, აწყობილი ცხოვრების დასაწყისია. ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების ფინალურ გათამაშებაში წამყვანმა ბილეთებით სავსე ლოტოტრონდან სწორედ მისი ბილეთი ამოიღო და გამარჯვება პირდაპირ ეთერში მიულოცა.

 81 წლის მელორ ქაჯაიამ ოროთახიანი გარმეონტებული ბინა, 2016 წლის ავტომობილი Toyota RAV 4, ევროპის მიმართულებით 2 კაციანი საგზური და ყოველთვიური ხელფასი მოიგო. ის თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.  ჰყავს 2 შვილი და 6 შვილიშვილი.  ტერაბანკის საბანკო მომსახურებით სარგებლობს და გათამაშებაში ჩართვაც კამპანიის დაწყებისთანავე გადაწყვიტა. მისთვის მოგება, ბუნებრივია, ძალიან ემოციური აღმოჩნდა:

„80 წლის განმავლობაში საერთოდ არაფერი მომიგია, საერთოდ! მართალია, ქვეცნობიერად ვფიქრობდი, რომ შეიძლება გამიმართლოს თქო და ტელევიზორიც ჩართული მქონდა გათამაშება რომ დაიწყო, მაგრამ ესეთ გამართლებასაც არ ველოდი. გაგიგიათ ისეთი გათამაშება იყოს, რომ ყველა პრიზს ერთი ადამიანი იგებდეს და ეს ერთი ადამიანიც შენ აღმოჩნდე? - ამბობს მელორ ქაჯაია.

როგორც თავად ყვება მან ტერაბანკის სესხებისა და ანაბრების გათამაშებაში ჩართვა მაშინ გადაწყვიტა, როდესაც კამპანიის შესახებ გაიგო. 22 თებევრლიდან სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით აქტიურად ჟღერდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერაბანკში გრანდიოზული გათამაშება მიმდინარეობდა.

აიწყე ცხოვრება ტერაბანკთან ერთად - ასე ერქვა კამპანიას, რომლის მთავარმა გამარჯვებულმაც ყველა პრიზი ერთად მოიგო: ბინა, ავტომობილი, საგზური და ხელფასიც კი, იმისთვის, რომ გამარჯვებული ამის მერე მხოლოდ საყვარელი საქმიანობით დაკავდეს და უზრუნველი ცხოვრებით იცხოვროს.

გათამაშებაში ჩართვის შესაძლებლობა მსურველებს 4 თვის განმავლობაში ჰქონდათ. მონაწილეები სესხის აღების შემთხვევაში ყოველ ათას ერთეულზე - 1, ანაბრის გახნსის შემთხვევაში, კი - 2 ბილეთს იღებდნენ. ფინალურ გათამაშებამდე ყოველი თვის 20 რიცხვში 3 შუალედური გამარჯვებულიც გამოვლინდა. ფინალური გათამაშება კი, 20 ივნისს 20 საათზე გაიმართა და ტერაბანკის იღბლიანი მომხმარებლის სახელიც ყველასთვის გახდა ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...