0 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი პატრიარქს ხვდება

მკვლელობის მომზადების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამა გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები საპატრიარქოში იმყოფებიან.

ილია მეორესთან შესახვედრად, დეკანოზ მამალაძის მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები, ძმა და მშობლები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. 

მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას აქცენტი საპატრიარქოს იურისტისა და პროკურატურის მხრიდან გაჟღერებულ ცრუ ბრალდებებზე გაკეთდება.

მამა გიორგი მამალაძის ოჯახი ილია მეორესთან პირისპირ საუბარს უკვე რამდენიმე თვეა ითხოვს. მათ საბოლოოდ საპატრიარქოდან თანხმობა ორი დღის წინ მიიღეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები