0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ექიმმა პირველი დამაძინებელი საშუალების გაკეთების შემდეგ დიანაზე სექსუალურად იძალადა"

  ჟურნალი "სარკე" საბერძნეთში მცხოვრებ ემიგრანტს, დიანა ბერიძის მეგობარს ესაუბრა, რომელმაც საბერძნეთში ექიმის მიერ მოკლული ქართველი ქალის დეტალები გაასაჯაროვა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

"ექიმმა დანაშაული აღიარა. ამბობს, ოპერაციის გაკეთების დროს ხელებში ჩამაკვდა, მე თვითონაც ვერ მივხვდი - რატომ, რადგან წამლის დოზა ნორმალური იყოო. როგორც ირკვევა, ექიმმა პირველი დამაძინებელი საშუალების გაკეთების შემდეგ დიანაზე სექსუალურად იძალადა. ამასობაში დიანამ ძილბურანიდან გამოსვლა დაიწყო. ექიმს ლიცენზიის დაკარგვის შეეშინდა და მეორე ანესთეზიური საშუალებაც გაუკეთა. მან გამომძიებელთან შოკისმომგვრელი რამ აღიარა. ის ამბობს, რომ მეორე წამლის გაკეთების შემდეგ დიანა ნახევარი საათის განმავლობაში გონზე ვერ მოიყვანა. ექიმმა იფიქრა, რომ გარდაიცვალა. დიანას სხეული საავადმყოფოდან სამრეხცხოში, თეთრეულის ჩასადებში მოათავსა და მანქანის საბარგულში ჩადო. სახლში როცა მივიდა და საბარგულს თავი ახადა, ნახა, რომ ცოცხალი იყო, ამის შემდეგ ფეხებით უთრევია და მოუკლავს, თუმცა, ამის დეტალები უკვე უცნობია", - ჰყვება სარკესთან ინტერვიუში გარდაცვლილ დიანა ბერიძის მეგობარი.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები