0 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ლიდერ-ფუდის" სერველადში თმები აღმოაჩინეს - მომხმარებელი შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

ორი დღის წინ ნ. სოლოღაშვილმა დიღომში მდებარე "კარფურში" "ლიდერ-ფუდის" პროდუქცია შეიძინა, რომელსაც ვადა 30 ივნისამდე აქვს.  თუმცა ის საკვებად უვარგისი აღმოჩნდა. მომხმარებელმა პრემიუმ ხარისხის მოხარშულ-შებოლილ სერველადში თმები აღმოაჩინა. 

 ნ. სოლოღაშვილი შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით, ამიტომ გაფუჭებული პროდუქციის ფოტოები  itv.ge-ს დღეს გამოუგზავნა. როგორც თავად გვიყვება, სერველადის გადაცვლა არც უცდია, რადგან ხორცპროდუქტების კომპანია "ლიდერ-ფუდის"  პროდუქციას აღარ ენდობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევამდე მისი მომხმარებელი იყო. 

" ზოგადად მიმხმარებელს ვურჩევ ძეხვეულს ნუ იყიდიან..  კომპანიამ ჩემზე და ნებისმიერ მომხმარებელზე  უკეთ იცის თავისი პროდუქტის ვარგისიანობა. მან უნდა მიხედოს ხარისხს და მკაცრად აკონტროლოს პროდუქტი. ასევე, კარფურმაც უნდა აკონტროლოს იმ  კომპანიის მიერ წარმოებული საკვები,რომელთანაც ის  თანამშრომლობს,"-გვიყვება  ნ.სოლოღაშვილი.

სოლოღაშვილი მომხმარებელებს  ურჩევს, რომ აღნიშნულ პროდუქტი არ იყიდონ და ზოგადად ძეხვეულის შეძენისგანაც თავი შეიკაონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები