0 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ 2016/2017 წლების სამთო სათხილამურო სეზონი შეაჯამა

კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. გუდაურში, ბაკურიანსა და თეთნულდზე ერთდროუალდ 9 ახალი საბაგირო აშენდა,  რამაც ტურისტების რაოდენობის ზრდას ხელი შეუწყო.  

სამთო-სათხილამურო კურორტებზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია „სკიდატას“ უკონტაქტო გამშვები პუნქტები, საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილბრივ, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2010 -2017 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 364% -ით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა.

2015-2016 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით  2016-2017 წლები საგრძნობლად პროგრესირებს. ვიზიტორების რაოდენობა 37 % -ით არის გაზრდილი.

გუდაურის წლევანდელი სეზონო, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესო იყო.  2016-2017 წლებში  კურორტზე 276634 ვიზიტორი დაფიქსირდა. წინა წელთან შედარებით,  ვიზიტორების რაოდენობა 37%-ით,  ხოლო მრავალჯერადი ბილეთების  გაყიდვის რაოდენობა 59 %-ით მოიმატა.  

რაც შეეხება ბაკურიანს, 2016-2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით,  2015- 2016 წლებთან  შედარებით ვიზიტრების რაოდენობა 25 %-ით, როლო გაყიდული მრავალჯერადი ბილეთების რაოდენობა კი 58 %-ით გაიზარდა. ბაკურიანს 2016-2017 წლის სეზონზე 115317  ვიზიტორი ეწვია.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2016-2017 წლის სათხილამურო სეზონზე 8948 ვიზიტორი დაფიქსირდა, ჰაწვალზე კი 7321

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი მეორე წელია მასპინძლობს დამსვენებლებს. 2016-2017 წლის სეზონზე გოდერძის 4491  ვიზიტორი ეწვია.

საქართველო, როგორც მთის კუროტების  დანიშნულების საინტერესო  ადგილი, საერთაშორისო ექსპერტ ლორან ვანატის ყოველწლიურ ანგარიშში მოხვდა, სადაც ავტორი მიმოიხილავს მთის კურორტების პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებს. საერთაშორისო ექსპერტი წლევანდელ ანგარიშში მოწინავე ევროპულ კურორტებთან ერთად, საქართველოს ერთ-ერთ მნიშნველოვან დანიშნულების ადგილად განიხილავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...