მსოფლიო
მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად თოხლიაურისა და ანთოკის ხევები ადიდდა
2017-06-05 10:31:52
ჩამოტვირთვა
მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, საგარეჯოს რაიონში თოხლიაურისა დაანთოკის ხევები ადიდდა. წყლის ძლიერმა ნაკადმა სოფელ თოხლიაურში 12-მდე ფაცხა დატბორა.
დაზიანდა ინვენტარი და ტექნიკა. საათზე მეტხანს შეფერხებული იყო სატრანსპორტო მიმოსვლა საგარეჯო-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე.
ადგილზე პოლიციასთან ერთად მაშველებიც იმყოფებოდნენ, რომლებმაც ფაცხებში ჩარჩენილი დარაჯი გამოიყვანეს.
გაწმენდითი სამუშაოებში სპეციალური ტექნიკა გვიან ღამითვე ჩაერთო. საგარეჯოს გამგებლის ინფორმაციით, ზარალის დათვლა დღეს დილიდან დაიწყება.
კომენტარები