მსოფლიო
მცხეთაში მიკროავტობუსი განათების ბოძს შეეჯახა - დაშავებულია 12 ადამიანი
2017-06-02 16:27:52
მცხეთაში მიკროავტობუსი განათების ბოძს შეეჯახა, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დაახლოებით, 2 საათის წინ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს მის მიერ, ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავდა და რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები