საზოგადოება
რეჟისორი ემირ კუსტურიცა ავარიაში მოყვა
2017-06-02 15:56:33
სერბი რეჟისორი, მსახიობი და მუსიკოსი ემირ კუსტურიცა ავარიაში მოყვა.
შემთხვევა სერბეთში, ბელგრადისკენ მიმავალ ტრასაზე მოხდა. კუსტურიცა Mercedes-ის მარკის ავტომანქანაში მძღოლის გვერდით იჯდა . ინციდენტის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, რის შემდეგაც დაშავებულები საავადმყოფოში მოათავსეს. მათი ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.
62 წლის ემირ კუსტურიცა კანის ფესტივალის ჯილდოს- “ოქროს პალმის რტოს” ორგზის მფლობელია. მისი ბოლო ფილმი “ირმის ნახტომზე” მონიკა ბელუჩის მონაწილეობით, 2017 წლის იანვარში გამოვიდა.
კომენტარები