0 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

SOLO და Eastern Promotions წარმოგიდგენთ ლეგენდარული ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს

 

SOLO  და Eastern Promotions, 16 სექტემბერს, Black Sea Arena-ზე  წარმოგიდგენთ ბრიტანელი პოპ და როკ-მუსიკოსის, მომღერლისა და კომპოზიტორის, ლეგენდარული  ელტონ ჯონისა და მისი ბენდის კონცერტს.

გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი, ბრიტანელი მუსიკოსი, 2017 წლის ტურნეს -  Wonderful Crazy Night Tour“-ის ფარგლებში, საქართველოს პირველად ეწვევა. ელტონ ჯონი ქართველი მსმენელის წინაშე შეასრულებს, როგორც ცნობილ ჰიტებს, ასევე, სიმღერებს ბოლო სტუდიური ალბომიდან - „Wonderful Crazy Night“.

რიგით, 33-ე ალბომი, „Wonderful Crazy Night“, მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა. ალბომში შესულმა ჰიტებმა ბრიტანული ჩარტების მოწინავე პოზიციები სწრაფადვე დაიკავა.

250 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერი და მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული 4 000-ზე მეტი წარმოდგენა - 50 წლიანი მუსიკალური კარიერის განმავლობაში, ლეგენდარულ ელტონ ჯონს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორისაა ოსკარი, ოქროს გლობუსი, 6 გრემისა და 4 ბრიტანული მუსიკის ჯილდოები და სხვა. ლეგენდარულმა მომღერალმა მუსიკალური ნაწარმოებები შექმნა, როგორც სასცენო წარმოდგენებისთვის, ასევე ცნობილი ფილმებისთვის - The Lion King, Elton John and Tim Rice’s Aida და სხვა.

1996 წელს, ელტონ ჯონს მუსიკალურ ინდუსტრიასა და საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ბრიტანეთის იმპერიის კომანდორისა და რაინდის წოდება მიენიჭა. 

1980-იანი წლებიდან, ელტონ ჯონი აქტიურად მონაწილეობს შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ კამპანიაში.  1992 წელს, მან  „ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდიც“ დააარსა.

ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა, 25 ივნისის 10:00 საათიდან დაიწყება. თითოეულ SOLO მომხმარებელს, ერთჯერადად 6 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა აქვს - ბილეთის ფასი 90 ლარიდან იწყება; ხოლო ის, ვინც არ არის SOLO -  ბილეთს 150 ლარიდან შეიძენს.

ბილეთები გაიყიდება ონლაინ www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. პირველ ეტაპზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 29 ივნისიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ:

www.SOLO.ge;

http://facebook.com/www.SOLO.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...