0 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„წიგნიერის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლიტერატურული ესეების კონკურსში „წიგნიერი“  სამი გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა. საუკეთესო ესეს ავტორად ქეთი შალოტაშვილი დასახელდა, მეორე ადგილი სალომე ჩავლეიშვილს ერგო, ხოლო მესამე -  სოფო ქურდაძეს. 

ესეების კონკურსი, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება,  სკოლის მოსწავლეებში კითხვის წახალისებას და აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. ესეების წლევანდელ კონკურსში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

კონკურსის პრინციპი შემდეგია: მოსწავლეებს პირველ ეტაპზე სამი წიგნი ეძლევათ წასაკითხად, რომელთა შთაგონებით, კონკურსზე მოსულებს, ერთი თემის გარშემო ესეს დაწერა უწევთ. ესეს თემას ისინი უშუალოდ წერის დროს ეცნობიან. წლევანდელ წასაკითხ წიგნებს შორის იყო: მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი“, ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“, ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“. 

ესეს თემა, რომელიც ამ სამი წიგნის გავლენით უნდა დაეწერათ მოსწავლეებს „ძალაუფლება და შიში“ იყო. საუკეთესო სამი ესეს ავტორი ჟიურიმ შეარჩია, ხოლო თიბისი ბანკმა და ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ პლანშეტებით და მასში ჩატვირთული ელექტრონული წიგნებით დააჯილდოვეს.

ესეების კონკურსი „წიგნიერი“ წელს უკვე მესამედ შედგა და მასში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ. „წიგნიერის“ ჟიურიში წელსაც ცნობილი მწერლები და ლიტერატორები იყვნენ: „საბას“ ორგზის ლაურეატი, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ლიტერატორი, ზაალ ჩხეიძე.

„სამი წელია ეს კონკურსი ტარდება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით. ჩვენი მიზანი სკოლის მოსწავლეებში დამოუკიდებლად აზროვნების სტიმულირება და კითხვისადმი ინტერესის გაღვიძებაა. ლიტერატურა და ესეს თემატიკა, რომელსაც მათ ვთავაზობთ, სწორედ ამაში დაეხმარებათ,“ -ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, კონკურსის იდეის ავტორი, ელენე თურქაძე.

„ჩვენთვის ლიტერატურა და ახალგაზრდები, ორივე უმნიშვნელოვანესი საკითხია. გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება, კონკურსანტები გავახაროთ და მათ კითხვის შეყვარებაში დავეხმაროთ,“- აცხადებს თიბისი ბანკის წარმომადგენელი, თეო ლეჟავა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...