1 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

17 წლის ბიჭს დედა ხელით ატარებს!

ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მისი ბავშვების ჯანმრთელობაა. წარმოიდგინეთ, როგორ განიცდის დედა, როდესაც შვილების ტანჯვას უყურებს და ვერაფრით შველის.

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ 17 წლის კობა სვანაძეს და მის დედას, ქალბატონ ქეთევანს გაგაცნობთ.

მათ არ გაუმართლათ ცხოვრებაში. კობას ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმა, ოთხივე კიდურის პარეზი, ეპილეფსია,  მხედველობის პრობლემა აქვს. მას ჩაუტარდა ორი ოპერაცია. მაგრამ, მიუხედავად ამისა კობა ვერ დადის, ვერ მეტყველებს და დამოუკიდებლად ვერ ჯდება. ახლა დედა–შვილი ქირით ცხოვრობენ ნახევრად დანგრეულ შენობაში ცხოვრობს, ელემენტარული საარსებო პირობების გარეშე.

დედა აგერ უკვე 17 წელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილს ხელით ატარებს. კობა მხოლოდ 14 კილოგრამს იწონის, ეტლში ჯდომა ძალიან უჭირს. მხოლოდ დედასთან ჩახუტებულს შეუძლია დაივიწყოს გაუსაძლისი ტკივილები, რომლებიც მას დაბადებიდან ტანჯავს.

„17 წელია ნორმალურად არ მძინებია, როდესაც კობა ტირის, მას ხელში ვიყვან და აქეთ-იქით დავდივარ, ვუმღერი და ზღაპრებს ვუყვები. ჩემი ხმა რომ ესმის, წყნარდება და მიღიმის. მე მისი ღიმილი უბედნიერეს ადამიანად მაქცევს. კობა ვერ მეუბნება რა სტკივა, რატომ ტირის, მე კი უნდა მივხვდე და ვუშველო. ეს ძალიან მძიმეა“ - ამბობს ქეთევანი და ცრემლებს ვერ იკავებს.

რამდენიმე ხნის წინ, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქეთევანის უფროსი შვილი 28 წლის გურამს პერიტონიტი დაემართა, დროთა განმავლობაში მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა რომ სამი ოპერაციის გადატანა მოუხდა.

მოგიწოდებთ ყველას, არ დარჩეთ გულგრილი ამ ადამიანების მიმართ. თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება (პროდუქტები, მედიკამენტები, ჰიგიენური საშუალებები) მათ მომავლის იმედს ჩაუსახავს და ცხოვრებას შეუმსუბუქებს.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ სვანაძეების ოჯახს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: კობა სვანაძე) ან პირდაპირ ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/162/

ერთი ადამიანის გადარჩენით, გადავარჩენთ მთელ მსოფლიოს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...