0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შაბათ-კვირას „ვენდის“ რესტორნები ბავშვებისთვის შემეცნებით ღონისძიებებს გამართავს

ჩამოტვირთვა

„არტ თაიმი ბავშვებისთვის“ - აღნიშნული სლოგანით „ვენდის“ რესტორნებში შაბათ-კვირას სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ საკვირაო სკოლა „რებუსთან“ ერთად, ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს იწყებს.

ყოველ შაბათ-კვირას „ვენდის“ ხუთ რესტორანში - ვაკეში, რუსთაველზე, საბურთალოზე, 26 მაისის მოედანსა და გლდანის პარკთან, ბავშვებს სახალისო და საინტერესო დროის გატარებას უფასოდ ჰპირდება. 

ღონისძიებების ფარგლებში ბავშვები დაეუფლებიან სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთების დამზადების ხელოვნებას - დახატავენ, გამოძერწავენ, დაამზადებენ ინსტალაციებს, მოზაიკას და ა.შ. Art Time „ვენდისში“ საინტერესო და მრავალფეროვანი ღია გაკვეთილებია, რომელიც ბავშვთა სწორ განვითარებას და პოზიტიური ემოციებით დატვირთვას ისახავს მიზნად. 

Art Time „ვენდის“ შემდეგ რესტორნებში კონკრეტულ საათებში გაიმართება: რუსთაველის „ვენდი“ - 13:00-15:00 სთ, 26 მაისი მოედნის რესტორანი - 13:00-15:00 სთ. გლდანის პარკთან „ვენდი“ - 13:00-15:00 სთ, ვაკის „ვენდი“ - 16:00-18:00 სთ, ხოლო საბურთალოზე 16:00-18:00 სთ. 

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. 

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში, 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით, ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული ქათმის ხორცით, ბოსტნეულითა თუ სხვა პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის კერძებს სთავაზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები