0 5 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

არტ ინსტალაცია - ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში

პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „პოლონეთის კულტურის პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ პრომესა 2016“ ფარგლებში მიმდინარე წლის 17 მარტიდან საქართველოში, გრემში დაიწყო არქიტექტურული სემინარები "So easy / Young european design". დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარების დასკვნითი კონფერენცია, სადაც პრეზენტაციები წარმოადგინეს პოლონეთის ცნობილმა არქიტექტორებმა.  ასევე წარმოდგენილი იყო პროექტის შედეგები.

SO EAS+Y სემინარს ორგანიზებას უწევს ვარშავაში არსებული განვითარების პოლიტიკის ფონდი. პროგრამის პარტნიორები არიან პოლონური სტუდიო + 48 არქიტექტურა, საქველმოქმედო კავშირი თემი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სემინარის მიზანია სივრცული პროექტის განხორციელება -  არტ ინსტალაცია, როგორც ინკლუზიური არქიტექტურის მუდმივი ნიშა გრემში, საქველმოქმედო კავშირ „თემში“, სადაც შესაძლებლობაშეზღუდულ ადამიანებთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ უსახლკარონი, მოხუცები, მარტოხელა დედები.      

პროექტის ფარგლებში სივრცული კონსტრუქციის მშენებლობასთან ერთად განხორციელდა არქიტექტურული ვორკშოფები სოციალური ინკლუზიის პრობლემაზე და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა კულტურული ჩართულობის პოპულარიზაციაზე მომუშავე პოლონეთის ახალგაზრდა და დამსახურებული არქიტექტურული სტუდიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით.

არქიტექტორებმა სტუდენტებს გაუზიარეს გამოცდილება საზოგადოებრივ სივრცის დაპროექტებაში მათი მიღწევების შესახებ "დიზაინის ფილოსოფიის" გამოყენებით, რომლის ბენეფიციარებიც იქნებიან კულტურულ ღონისძიებებში ჩართულობას მოკლებული ადამიანები: ხანდაზმულები, ბავშვები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...