0 5 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გუდვილში" ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა -დამწვარია შენობის ნაწილი

ჩამოტვირთვა

"გუდვილის" შენობაში ხანძარი ლოკალიზებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით გელაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, "გუდვილის" შენობის ცენტრალურ ნაწილში, სიღრმეში იყო ხანძარი, რომლის გამომწვევი მიზეზები მათთვის უცნობია. ცეცხლი დაახლოებით 450-500 კვ.მ ფართობზე გავრცელდა და მოიცვა საკონდიტრო მაღაზია და გადახურვის ნაწილი. ელექსტროსადენების მეშვეობით ხანძარი სახურავშიც გავრცელდა. ადგილზე 18 სახანძრო ბრიგადა და მაშველები მუშაობდნენ. მისივე განცხადებით, დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. როგორც დავით გელაშვილი აცხადებს, მისი ინფორმაციით, გუდვილის მომსახურე პერსონალიდან არავინ დაშავებულა. 
ამასთან ერთ პირს ინტოქსიკაცია აღენიშნება, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას სხეულზე დაზიანებები, ტრავმა აქვს მიყენებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები