0 5 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ნესტლეს“ 150 წლის იუბილე !

„ნესტლეს“ ისტორია 1866 წლიდან იწყება, როდესაც ანგლო-შვეიცარულმა  რძის კომპანიამ შვეიცარიაში პირველი ევროპული შედედებული რძის ქარხანა გახსნა.

1867 წელს ჰენრი ნესტლემ შექმნა ჩვილ ბავშვთა კვების ალტერნატიული წყარო – რძის ფხვნილი მეძუძური ბავშვებისთვის.  ნესტლემ თავისი პროდუქტის ნიშნად გამოიყენა ჩიტის ბუდე, რომელიც წლების მანძილზე კომპანიის  უცვლელი ლოგოა. 1905 წელს ანგლო-შვეიცარული რძის კომპანიისა და ჰენრი ნესტლეს მიერ დაარსებული კომპანიების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი კომპანია, შემდგომში ცნობილი როგორც „ნესტლე ჯგუფი“. აღნიშნულ პერიოდში იზრდება ქალაქები, რკინიგზისა და ნაოსნობის განვითარებასთან ერთად მცირდება სასაქონლო ხარჯები და ვითარდება საერთაშორისო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტით. 

1938 წლისთვის კი მომხარებლებს უკვე შეეძლოთ დღის დაწყება „ნესკაფე“-თი,    პირველი ხსნადი ყავით მსოფლიოში, რომელსაც მხოლოდ ცხელი წყლის დამატება ესაჭიროება.  ყავა, რომელიც დღეს თითოეულ ადამიანს  სიამოვნებას ანიჭებს, დიდი შრომის შედეგია. 

 

„ნესკაფეს“ დაბადება

საინტერესოა „ნესკაფეს“ შექმნის ისტორია, რომელიც  უკვე 78 წელს ითვლის.  1930 წელს ბრაზილიის მთავრობამ „ნესტლეს“ სთხოვა ჭარბი ყავის მოსავლისთვის გამოსავლის მოძებნა და ახალი ყავის სახეობის შექმნა. კვლევები რვა წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შედეგადაც 1938 წელს მსოფლიომ ყავა „ნესკაფე“ გაიცნო. ამავე დროს „ნესკაფე“ გახდა პირველი კომერციულად წარმატებული ხსნადი ყავა შვეიცარიაში.  დასახელება „ნესკაფე“ ორი სიტყვის „ნესტლე“-სა და „კაფე“-ს კომბინაციაა. სწორად ასე დაიბადა თქვენი რჩეული ყავა. „ნესკაფეს“ მოხმარება დღითიდღე იზრდება.  მსოფლიოს მასშტაბით წამში დაახლოებით 5000 ფინჯანი „ნესკაფე“ მოიხმარება.  „ნესკაფე“ 100%-ით ნატურალური ხსნადი ყავაა, იგი უმაღლესი ხარისხის მარცვლებისგან მზადდება. ყავის თითოეული მარცვალი სათითაოდ, სათუთად იკრიფება, რაც განაპირობებს იმ განსაკუთრებულ გემოსა და არომატს, რომელიც ყავა „ნესკაფეს“ მარცვლიდან თქვენს ჭიქამდე მოაქვს.

 

წარმოგიდგენთ ახალ „ნესკაფე კლასიკს“!

მოხალული ყავა შეიცავს ასზე მეტ არომატულ კომპონენტს.  ახალი „ნესკაფე კლასიკის“ წარმოებისას გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები კი საშუალებას იძლევა, გაფილტროს ყავის მარცვალი ნიადაგიდან მიღებული მავნე მიკროელემენტებისგან, რომლებიც ზემოქმედებენ ყავის ნატურალურ გემოზე. გაფილტვრის შემდეგ ყავას უნარჩუნდება ის გაჯერებული გემო და არომატი, რომელიც თქვენ ასე ძალიან გიყვართ.

 

 განახლებულ რეცეპტში განსაკუთრებული მნიშნელობა ენიჭება ყავის წითელ, მწიფე მარცვლებს, რომლის მოსავალიც აიღება   მწიფობის ზენიტში. მოსავლის აღების შემდეგ იწყება მარცვლების გამოშრობისა და მოხალვის პროცესი. ახალი „ნესკაფე კლასიკი“ უფრო რბილია, გამოირჩევა გაჯერებული ყავის   გემოთი, ხოლო არომატი  კიდევ უფრო ინტენსიურია.  დალევის შემდეგ სასიამოვნო გემო ხანგრძლივად რჩება.

 

ეს საინტერესოა!

ყავაში თითქმის არ არის კალორიები - ერთ ფინჯანში მხოლოდ 2 კალორიაა.  ყავა ბუნებრივად მდიდარია ანტიოქსიდანტებით. კოფეინი ასტიმულირებს ტვინს, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და აძლიერებს კონცენტრაციას 2-5 საათის განმავლობაში.  დღის მანძილზე 300 გრ კოფეინის მიღება, რაც 4-5 ფინჯანი ყავაა, რეკომენდებულია მეცნიერების მიერ და ითვლება დღიურ ნორმად. ყავა, ჩაის და ხილის მსგავსად, შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ისეთ ნივთიერებას, როგორიცაა პოლიფელონი. „ნესკაფეს“ ტონუსში მოჰყავს ორგანიზმი, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და ამასთანავე, განიჭებთ სიამოვნებას გაჯერებული გემოთი და არომატით.

 

როგორ მოვამზადოთ  ყავა „ნესკაფე“?

ეს უმარტივესია:  ერთ ჩაის კოვზ ხსნად ყავა „ნესკაფეს“ დავამატოთ ცხელი (არა მდუღარე) წყალი, შაქარი ან რძე გემოვნებით და თქვენი ყავა მზად არის!

 

„ნესკაფეს“ შესახებ დამატებითი ინფომაციისა და სიახლეების მისაღებად უკვე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/Nescafegeo/

 

„ნესტლე“ მუდმივად ერთგულია თავისი მომხმარებლის და სამომავლოდაც ჰპირდება საუკეთესო ხარისხის არჩევანს კვების პროდუქტების ფართო სპექტრში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...