საზოგადოება
იცით თუ არა, როგორ შეიქმნა შოკოლადი?
2016-03-16 13:00:29
„ნესტლეს“ ისტორია 150 წელზე მეტ ხანს ითვლის. იგი შვეიცარიის ულამაზეს ალპებში იწყება და უკავშირდება შვეიცარელი ფარმაცევტის – ჰენრი ნესტლეს სახელს, რომელმაც პირველმა შექმნა ბავშვთა ხელოვნური კვება. მისი გამოგონება გახდა ახალი კომპანიის დაარსების საფუძველი.
ნესტლემ თავისი პროდუქტის ნიშნად გამოიყენა ჩიტის ბუდე, რომელიც წლების მანძილზე კომპანიის უცვლელი ლოგოა. 1875 წლიდან ჰენრი ნესტლე თავად უდგას სათავაში რძის შოკოლადის განვითარების საქმეს. იგი რძის ფხვნილით ამარაგებს თავის თანამემამულე დანიელ პეტერს, რომელიც რძის ფხვნილს შოკოლადს უმატებს და 1880 წელს პირველ კომერციულ პროდუქტსაც, რძიან შოკოლადს, ამზადებს. შოკოლადის გაყიდვას „ნესტლე“ პირველად 1904 წლიდან იწყებს, როდესაც იგი Peter & Kohler-ის ექსპორტის გაყიდვებს უდგება სათავეში.
1905 წელს ანგლო-შვეიცარული რძის კომპანიისა და ჰენრი ნესტლეს მიერ დაარსებული კომპანიების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი კომპანია, შემდგომში ცნობილი როგორც „ნესტლე ჯგუფი“. აღნიშნულ პერიოდში იზრდება ქალაქები, რკინიგზისა და ნაოსნობის განვითარებასთან ერთად მცირდება სასაქონლო ხარჯები და ვითარდება საერთაშორისო ვაჭრობა სამომხმარებლო პროდუქტით.
1929 წელს „ნესტლემ“ შეიძინა შვეიცარიის უდიდესი შოკოლადის კომპანია და ერთ-ერთ უძველესი შოკოლადის ბრენდი – Peter-Cailler-Kohler, რომელიც 1819 წლიდან არსებობდა. ამ დღიდან შოკოლადი ხდება „ნესტლესა“ და ანგლო-შვეიცარიული ბიზნესის განუყოფელი ნაწილი.
1936 წელს კონკურენტული ბაზარი „ნესტლეს“ ინოვაციებისკენ მოუწოდებს და იქმნება ახალი თეთრი შოკოლადი „გალაკი“, ხოლო შემდეგ წელს კი „რეიონი“ – თეთრი შოკოლადი თაფლით და ჰაერის ბუშტებით.
დღესდღეობით „ნესტლეს“ მდიდარი პროდუქციის ასორტიმენტს ნებისმიერ სავაჭრო წერტილში შეხვდებით: ყავა, შოკოლადი, ბავშვთა საკვები, დაკონსერვებული პროდუქტები, სასმელი, საკაზმები, კულინარიული პროდუქცია – ანუ ყველაფერს, რაც კი „ნესტლეს“ შეუქმნია და ქმნის. „ნესტლე“ მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება და ინარჩუნებს კონკურენტულ უპირატესობას.
დღეს ჩვენ ამ ხანგრძლივი ისტორიის ტრადიციას ვაგრძელებთ შოკოლადის ფილებით. „ნესტლე“ სთავაზობს შოკოლადის ფართო არჩევანს ყველანაირი გემოვნების მომხარებელს, როგორიცაა: რძიანი შოკოლადი-კლასიკი, შავი შოკოლადი, თხილით, ქიშმიშით, კარამელით და მრავალი სხვა ინგრიდიენტით. „ნესტლე“ – იდეალური სინაზე.
კომენტარები