მსოფლიო
უცნობმა პირმა ბერულავას facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო კადრები გაავრცელა
2016-03-14 12:17:34
ჩამოტვირთვა
პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეო კადრები გავრცელდა დღეს დილიდან. უცნობმა მომხმარებელმა სხვადასხვა ქსელში ატვირთა კადრები და ტექსტური შეტყობინება.
ვიდეო მასალის ტიტრებში გამავრცელებელი საუბრობს იმ მოტივებზე, რომლების გამოც ავრცელებს ამ კადრებს და ასევე აანონსებს სხვა ვიდეოს გავრცელებასაც. ის გარკვეულ მოთხოვნებსაც აყენებს.
ვიდეოს მაქსიმალურად ეფექტურად გასავრცელებლად facebook-ში მისი ჟუტრნალისტების პირად გვერდებზე განთავსება ხდებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ვის კედელზეც ვიდეო დაიდო, იყო რადიო აფხაზეთის ხმის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბერულავა.
ჟურნალისტი უკვე პროკურატურაში იმყოფება. საგამოძიებო ორგანოში შესვლამდე ლაშა ბერულავამ მიღებული მასალის შესახებ კომენტარი გააკეთა.
მთავარი პროკურატუტრის პრეს სამსახურის ინფორმციით, ახალ ვიდეოსთან დაკავშირებით უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 157-ე მუხლით, რაც პირადი ცხოვრების ხელყოფას გულისხმობს.
კომენტარები