0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორ აღნიშნეს გიორგი გაბუნიამ, გიორგი ნაკაშიძემ და ნიკა გვარამიამ გაბუნიას 40 წლის იუბილე იახტაზე


   პროექტ „X ფაქტორის“ მეორე სეზონის გამარჯვებულის, გიორგი ნაკაშიძის ცხოვრებაში ბევრი სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია და, ახლა, ჯარში სამსახურის დამთავრების შემდეგ, უკვე თბილისში დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება. ცოტა ხანში ბათუმიდან თავის ბენდსაც ჩამოიყვანს, რომელთან ერთადაც წინ დიდი გეგმები აქვს. ამ ეტაპზე კი, „რუსთავი 2-ში“ მუშაობის პარალელურად, ბარშიც მღერის და ცოტა ხნის წინ, თავისი ხმით ლიტველების გაოცებაც შეძლო.   ჟურნალმა თბილისელებმა გიორგისთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა , გთავაზობთ ამონარიდს ,სადაც  ნაკაშიძე გაბუნიას დაბადების დღის აღნიშნვნაზე საუბრობს 
– მენტორთან მეგობრობა გასაგებია, მაგრამ, ტელევიზიის დირექტორთან დამეგობრება როგორ მოახერხე?
– ნიკა გვარამიასთან ვმეგობრობ-მეთქი, რომ ვთქვა, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა – მაინც ტელევიზიის დირექტორია (იცინის). მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ, რაღაც მომენტში, მაინც ცოტა დაძაბული ვარ. ძალიან კარგი და ერთგული ადამიანია, თუმცა, საერთო ჯამში, მაინც ისე ვუყურებ, როგორც დირექტორს. თუ გაბუნიას ყველაფერს ვეუბნები, ნიკასთან ცოტა შებოჭილი ვარ, მაინც ნიკა გვარამიაა და, ადვილი ხომ არაა, გახსნილად დაელაპარაკო?! (იცინის).
– რჩევისთვის თუ მიმართავ ხოლმე გაბუნიას?
– დიახ, როცა რამე მაინტერესებს, ყველაფერს მასწავლის. არა მხოლოდ შემოქმედებით, ცხოვრებისეულ საკითხებშიც, თუნდაც ტანსაცმლის, სუნამოს ან რაიმე მსგავსის შერჩევას ეხებოდეს საქმე. ზაფხულში ბათუმში იყო ჩამოსული და ჩემი ოჯახის წევრებიც გავაცანი. ვიცოდით, რომ ჩამოდიოდნენ გიორგიც და გვარამიაც. გაბუნიას დაბადების დღე ჰქონდა, იახტაზე დავპატიჟეთ და ყველამ ერთად აღვნიშნეთ მისი 40 წლის იუბილე. სხვათა შორის, თავის ასაკს არ მალავს, მაგრამ, რომ ამბობს, მაინც არავის სჯერა. ერთხელ, უთხრეს, 28 წლის იქნებიო. მერე ჩემზე ვიკითხე და – შენც ეგრეო. არადა, მე 19-ის ვარ, ის – 40-ის (იცინის). 
– ხალხს როგორი რეაქცია აქვს, როცა ერთად გხედავენ?
– გამარჯვებას გვილოცავენ და ფოტოებს გვიღებენ. ბათუმში ჩემი ნათესავის ქორწილი იყო. იცოდნენ, რომ გაბუნიაც იქ იყო და ჩემთან ერთად დაპატიჟეს. არ მოდიოდა, მაგრამ ძალით წავიყვანე და ორი საათი ფეხზე ვიდექით – ყველა ფოტოს გადაღებას გვთხოვდა. მერე გაბუნიას ყანწები და მიკროფონი მიართვეს სადღეგრძელოს სათქმელად (იცინის). ერთხელ, ისევ ბათუმში, რესტორანში რომ შევედით, აჭარლებმა გაბუნია „დაითრიეს“, ყანწი მიაწოდეს და ჩაახრჩვეს სასმელში (იცინის). 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...