0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ასეთ სიბერეს არავის ვუსურვებ!

ეთერ ბარნაბიშვილი ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარია, გვინდა მისი მძიმე ისტორია თქვენც გაგიზიაროთ. 40 წლის განმავლობაში  ბებია ქალად იმუშავა  თბილისის მე–5 სამშობიაროში. ათასობით პატარა მისი დახმარებით მოევლინა ქვეყანას.  ალბათ, თქვენს შორის, ვინც ახლა ამ სტრიქონებს კითხულობთ, არიან ისეთებიც, ვისაც ქალბატონი ეთერი სიცოცხლის პირველ წამებში შესცქეროდა. მას იმდენად უყვარდა თავისი სამუშაო, რომ დასვენების დღეებისა და შვებულების გარეშეც კი შეეძლო მუშაობა.

ყოველთვის ბევრი შვილის ყოლა უნდოდა, მაგრამ ერთი ქალიშვილი – მეგი გაუჩნდა. საკუთარ სახლში ცხოვრობდნენ, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა და სტუმრიანობა იყო. თითქოს, მათ სტაბილურ და ბედნიერ ცხოვრებას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ ერთ წამში მათი კეთილდღეობა დაიმსხვრა. მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ეთერის მეუღლე გარდაიცვალა. მკურნალობის ხარჯების დასაფარად სახლის „ჩადება“ მოუხდა. საბოლოოდ ვერც მეუღლე გადაარჩინა და სახლიც დაკარგა... ეთერი, მისი შვილი მეგი და ორი წლინახევრის შვილიშვილი, სანამ ბინას შეარჩევდნენ, ნაცნობებმა შეიფარეს. ახლა ისინი ოროთახიან ბინაში, 10 კვადრატული მეტრის ერთ ოთახს ქირაობენ.

სტრესისა და ნერვიულობის ნიადაგზე, ეთერის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ოთხ თვეზე მეტია იგი საწოლსაა მიჯაჭვული და დამოუკიდებლად არც ჭამა შეუძლია, არც ბალიშის გასწორება და ვერც ცრემლებს იწმენდს...

მათი სოციალური დახმარება იმდენად მცირეა, რომ ერთ ადამიანს გაუჭირდებოდა მთელი თვე თავის გატანა...  წარმოუდგენელია როგორ ცხოვრობს ოთხი ადამიანი ამ თანხით ნაქირავებ ბინაში! კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდიან, ამიტომ დენი მათ ოთახში არ არის. მთელი დღე სიცივეში და სიბნელეში უხდებათ ყოფნა. მეგი და ბავშვები სახლში თბილად ჩაცმულები დადიან, ხოლო ქალბატონ ეთერს რამოდენიმე საბანს აფარებენ. ოთახში მხოლოდ ორი საწოლი დგას. სხვა არანაირი ავეჯი მათ არ გააჩნიათ.მეგის, ყველაზე მეტად ის ადარდებს, რომ ბავშვებისთვის პროდუქტებს ვერ ყიდულობს,  დედისთვის საჭირო რაოდენობის წამლებს, რომ არ შეუძლია თბილ, ნორმალურ ბინაში გადაიყვანოს და კომფორტი შეუქმნას ადამიანს, რომელიც ადრე ყველაზე ზრუნავდა და ყველას ეხმარებოდა.

მისთვის ეს აუხდენელი ოცნებაა... მუშაობას ვერ ახერხებს, რადგან დედას მუდმივი მეთვალყურეობა სჭირდება. ასევე ორი ტყუპი ბავშვის მოვლაც არაა ადვილი, მითუმეტეს ასეთ არაადამიანურ პირობებში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მეგი ყოველდღე საშინელი არჩევანის წინაშე დგას– აჭამოს შვილებს, თუ უყიდოს დედას წამლები...

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ეთერ ბარნაბიშვილის დასახმარებლად, რომელმაც ძალიან ღირსეული ცხოვრება განვლო და ახლა ასეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა!

შეიძლება რომელიმე თქვენგანმა იცნოს ქალბატონი ეთერი, რომელმაც უამრავ ადამიანს აჩუქა სიხარული. გვერდში დავუდგეთ ამ კეთილშობილ ქალბატონს და შევუმსუბუქოთ მძიმე ცხოვრება.

თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ საკვების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების შესაძენად, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ბარნაბიშვილი ეთერი) ან პირდაპირ ვებ–გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/121/

გვერწმუნეთ, თქვენი ყველაზე უმნიშვნელო დახმარებაც კი ქალბატონ ეთერს ცხოვრებას შეუმსუბუქებს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები