0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

კიას ინიციატივით ზებრა გადასასვლელებზე გამაფრთხილებელი წარწერები გამოჩნდა

 9 მარტს, 11:00 საათზე, კოსტავას  ქუჩაზე  კია მოტორსმა”, “საქართველოს ალიანსმა უსაფრთხო გზებისთვის” და  ჟურნალი “ავტობილდმა”  ქვეითთა და მძღოლთა საგანმანათლებლო აქცია გამართა.

აქციის მიზანია ინფორმაციის მიწოდება საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის ქუჩის უსაფრთხოდ გადაკვეთასთან დაკავშირებით.

ქუჩის აქციის განმავლობაში მოხალისეები მძღოლებს ქვეითებისთვის “ზებრაზე” გზის დათმობის აუცილებლობას შეახსენებენ და სტიკერებს დაურიგებენ წარწერებით “გაატარე ქვეითი ზებრაზე”, ხოლო ქვეითებს მოუწოდებენ დაელოდონ მწვანეს და მხოლოდ შემდეგ გადაკვეთონ გზა.

1 მარტიდან კია მოტორს ჯორჯია უერთდება საქართველოში ბოლო პერიოდში აქტუალურ საკითხს უსაფრთხო გადაადგილებაზე ქუჩებში და მოუწოდებს როგორც  მძღოლებს, ასევე ქვეითებს მაქსიმალურად ყურადღებით იყვნენ “ზებრა” გადასასვლელებზე.

კიას ინიციატივით თბილისის ქუჩებში “ზებრა” გადასასვლელებზეც გაკეთდა გამაფრთხილებელი წარწერები : „დაელოდე მწვანეს“- შუქნიშნებზე და “ზებრა” გადასასვლელებზე, სადაც შუქნიშანი არ არის იქ მეგობრული მოწოდება ქვეითებისთვის - „გადასვლამდე გაიხედე“.

კიას ამ წამოწყების მიზანია გაზარდოს უსაფრთხოება “ზებრა” გადასასვლელზე, რისთვისაც სპეციალური სტიკერებიც შექმნა: „გაატარე ქვეითი ზებრაზე“.

ყველა  ვისთვისაც მნიშვნელოვანია წესრიგი და საგზაო უსაფრთხოება თავის ავტომობილზე შეუძლია განათავსოს სტიკერი, რომლითაც მოუწოდებს სხვა მძღოლებს არ დაავიწყდეთ ზებრაზე ქვეითის უპირატესობა და აუცილებლად დაუთმონ გზა მას.

სტატისტიკა: 2015 წელს თბილისში დაიღუპა 90 და დაშავდა 3,834 ადამიანი, მათ შორის დაიღუპა 43 და დაშავდა1,305 ქვეითი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...