0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარტოობის 10 წელი.

ყველა ოცნებობს სიცოცხლის ბოლო წლები თავის ოჯახთან, ახლობლებთან, შვილებისა და შვილიშვილების გარემოცვაში გაატაროს, მაგრამ რა უნდა ქნას ადამიანმა, რომელიც სიბერეს  4 კედელში მარტოდ მარტო ატარებს?

მარიამ მარზაშვილს, ისევე როგორც საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ მზრუნველობის ქვეშ მყოფ სხვა მარტოხელა მოხუცებს, მძიმე ცხოვრების გავლა მოუხდა. განათლებით ეკონომისტია, მუშაობდა სტატისტიკის დეპარტამენტში. 15 წლის განმავლობაში რიგითი თანამშრომლიდან დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მომავალი მეუღლეც სამსახურში გაიცნო. ოჯახი შექმნეს, მაგრამ შვილი არ ეყოლათ. წლების შემდეგ, გადაწყვიტეს პატარა გოგონა – თამარი ეშვილათ. სამწუხაროდ ოჯახური ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ავად გახდა და გარდაიცვალა მარიამის მეუღლე. ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვა ახლა მარიამს მოუწია. 90–იან წლებში მან სამსახური დაკარგა. ბავშვი რომ ერჩინა, მარიამი გამყიდველად, დამლაგებლად და მეეზოვედ მუშაობდა.

საუბედუროდ, განგებამ მარიამს ახალი განსაცდელი მოუვლინა – მას ქუჩის დაგვისას მანქანა დაეჯახა. მიღებულმა ტრავმებმა მარიამი რამდენიმე თვით საწოლს მიაჯაჭვა. სამსახურის შესანარჩუნებლად დედის მაგივრად თამარი გადიოდა ქუჩების დასალაგებლად.

მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება მარიამს წინ ელოდა. მისი ერთადერთი შვილი, საყვარელი თამარი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა... ასე დარჩა მარიამ მარზაშვილი სრულიად მარტო. ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად იგი ლოგინად ჩავარდა. მას არ ჰქონდა არც ძალა და არც საშუალება გამკლავებოდა თავის ავადმყოფობას.

ფონდი ექთნები აკეთებენ ყველაფერს, რათა ქალბატონ მარიამს გაუსაძლისი ტკივილები შეუმსუბუქონ. უმუშავებენ ჭრილობებს ფეხებზე, უკეთებენ გადახვევებს, ეხმარებიან პირადი ჰიგიენის მოწესრიგებაში. მართლაც, ბევრი მარტოხელა მოხუცისთვის, „სოციალური პარტნიორობა“  გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.

პენსია, რომელსაც ქალბატონი მარიამი იღებს, აუცილებელ წამლებში და საკვებშიც კი არ ყოფნის.

„სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას ქალბატონი მარიამის დასახმარებლად. ვაჩვენოთ მას, რომ მის გარშემო ბევრი გულისხმიერი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც მართალია, შვილის ვერ შეუცვლიან, მაგრამ თავის სითბოს და სიყვარულს აჩუქებენ და მარტოობას შეუმსუბუქებენ...

თუ გაქვთ საშუალება დაეხმაროთ ამ მარტოხელა ადამიანს, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ „სოციალური პარტნიორობის“  ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარიამ მარზაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/120/

მარტოობისგან არავინ არის დაზღვეული, ვინ იცის, იქნებ ოდესმე დახმარება ჩვენც დაგვჭირდეს!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები