0 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მოსახლეობის ევაკუაცია და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი 15 ათასამდე აბონენტი ბათუმში

ჩამოტვირთვა

ბათუმში 15 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი. მიზეზი გვიან ღამით მელიქიშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გაზის გამანაწილებელს შეეჯახა, რასაც მილსადენიდან ბუნებრივი აირის დიდი რაოდენობით გაჟონვა მოჰყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ახლოს მდებარე მაღაზიებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე გათიშული იყო ელექტროენერგიაც.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები