0 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსების სარდაფები დაიტბორა - დაზიანებულია ავტომობილებიც

ჩამოტვირთვა

დიდ დიღომში წყლის მილის დაზიანების გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია განახორციელებს, ამის შესახებ დიდ დიღომში ავარიის ადგილზე Georgian Water & Power-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს. ტერიტორიაზე გამგეობის წევრებიც მივიდნენ.  

ჰიპერმარკეტ GOODWILL-თან წყლის მილი გამთენიისას გასკდა. წნევა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ წყალმა მიწიდან 12 მეტრის სიმაღლეზე ამოხეთქა და ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. დაზიანებულია დაახლოებით 10 ავტომობილი.

მოსახლეობა ავარიის ადგილზე სამაშველო სამსახურის დაგვიანებულ მისვლაზე საუბრობს. მომხდარი ავარიის გამო ამჟამად ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის ნაწილს წყალი არ მიეწოდება.

წყლის კომპანიაში ამბობენ, რომ ავარიის ადგილზე სამუშაოები 2 საათში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტების ეტაპობრივად ჩართვა დაიწყება. პროცესი 4 საათამდე დასრულებული უნდა იყოს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები