საზოგადოება
რუსი მილიარდერის სერგეი სარქისოვის შვილის სამდღიანი, მდიდრული ქორწილი საქართველოში
2016-03-01 12:56:41
ჩამოტვირთვა
„რესო გარანტიას“ პრეზიდენტის სერგეი სარქისოვის ქალიშვილის ქორწილში საქართველოში მილიონერები და მსოფლიო ვარსკვლავები იმყოფებოდნენ. რუსული გამოცემის ცნობით, ია სარქისოვასა და მიხეილ მახარაძის ქორწილისათვის, სამი დღით, ერთ-ერთი სასტუმრო დაიქირავეს. ქორწილი თბილისის გარეუბანში გაიმართა.
ცნობისათვის, 56 წლის სერგეი სარქისოვი რუსი მილიარდერია, რომელიც შარშანდელი მონაცემებით, Forbes-ის სიაში 106 ადგილს იკავებდა.
სტუმრებისათვის იმღერეს: თამარ გვერდწითელმა, ნანი ბრეგვაძემ, ვახტანგ კიკაბიძემ და რუსმა ვარსკვლავებმა. კულმინაცია კი იყო რეპერი Madcon, მსოფლიო ჰიტით Beggin.
კომენტარები