მსოფლიო
მართლა გაშორდა თუ არა მაკა ზამბახიძე მეუღლეს ? - აი რა პასუხი აქვს მომღერალს
2016-02-23 17:26:55
მომღერალ მაკა ზამბახიძის ცხოვრება ყოველთვის სიახლეებითაა დატვირთული, მომღერალი ბოლო ორი წელია, მარტო აგრძელებს მუსიკალურ კარიერას, თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ხედვები მუსიკალურ სამყაროზე შეიცვალა, უფრო სერიოზულ მუსიკაზე გადაერთო – ეთნოჯაზზე. ჟურნალი თბილისელები მაკასთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს , სადაც ჟურნალისტს კითხვა მის პირად ცხოვრებაზეც არ გამორჩენია..ბოლო დროის განმავლობაში ინტერნეტ გამოცემები ხშირად წერდნენ , რომ მაკა ზამბახიძე ქმარს გაშორდა. ამაზე მომღერალს ასეთი პასუხი აქვს :
– ჭორი გავრცელდა შენი და ვახოს დაშორების შესახებ. – ეს ჭორები უკვე ძალიან დამღლელია, ავარიდებ ამ კითხვას თავს. – ანუ, სიმართლეს არ შეესაბამება? – არა. – რას გერჩიან მაშინ? – არც ეგ მაინტერესებს. არ მინდა, ამ უაზრო რაღაცეებზე ლაპარაკი. ძალიან ყელშია ეს თემა, უკვე მერამდენედ უნდა თქვან, მსგავსი რამ.
კომენტარები