მსოფლიო
ფონიჭალაში მოკლული ქალის მეუღლის, ოთარ მამფორიას პირველი კომენტარი დაკითხვის შემდეგ
2016-02-23 13:09:23
ჩამოტვირთვა
ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის პირველი კომენტარი. ოჯახის უფროსი, რომელიც მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა. ოთარ მამფორია აცხადებს, რომ მისთვის მეუღლის და შვილის გარდაცვალების მოტივი უცნობია.
შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცზე სამართალდამცველებს მსგავსი არაფერი უთქვამთ.
როგორც თავად მამფორია ყვება, დილით 35 წლის მეუღლე და 3 წლის შვილი დაძინებული დატოვა და მომხდარის შესახებ სამსახურში გაიგო. ოჯახი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მკვლელობად განიხილავს.
კომენტარები