საზოგადოება
ბერლინი, მიუნხენი, მილანი -"ვიზეარი" ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას მინიმალურ ფასად ამატებს
2016-02-17 13:47:33
ჩამოტვირთვა
2016 წლის სექტემბრიდან, ავიაკომპანია "ვიზეარი" ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდ ახალ მიმართულებას ამატებს. პირდაპირი რეისები შესრულდება ქუთაისი-ბერლინი, ქუთაისი-მიუნხენი, ქუთაისი-მილანი, ქუთაისი-დორტმუნდი, ქუთაისი-სალონიკი, ქუთაისი-ლარნაკა, ქუთაისი-სოფიას მიმართულებით.
ქუთაისი-ბერლინის და ქუთაისი-მიუნხენის ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება. ფრენა კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს შესრულდება, ხოლო მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.
ქუთაისი-მილანის და ქუთაისი-დორტმუნდის ავიარეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება. ფრენები ოთხშაბათს და კვირას შესრულდება, მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.
ქუთაისი-სალონიკის რეისები 24 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენა შესრულდება კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, მინიმალური ფასი კი 29.99 ევრო იქნება.
ქუთაისი-ლარნაკას რეისები 24 სექტემბრიდან, კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. მინიმალური ფასი იქნება 24.99 ევრო.
რაც შეეხება ქუთაისი-სოფიას, ასევე 24 სექტემბერს დაიწყება ავიამიმოსვლა და ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება, მინინალური ფასი იქნება 29.99 ევრო.
კომენტარები