მსოფლიო
უფასო სასადილო ბავშვებისთვის
2016-02-09 14:59:07
ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში - „სოციალური პარტნიორობა“, გეგმავს თბილისში გახსნას უფასო სასადილო სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის. https://goo.gl/D2O7On
იგეგმება, რომ პირველ ეტაპზე ფონდის ახალ სოციალურ სასადილოში ყოველდღიურად სრულფასოვან საკვებს მიიღებს 100 ბავშვი.
ამჟამად ფონდი განიხილავს წინადადებებს სასადილოსთვის საჭირო ფართის შესახებ. მიმართავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, თუ მათ გააჩნიათ შესაფერისი ფართი გადასცენ ფონდს უფასო სარგებლობაში ან სიმბოლურ ფასად.
წინადადებები ფართის შესახებ მიიღება ფონდის ელექტონულ ფოსტაზე [email protected] ან ტელეფონით 032-219-33-21.
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის აპრილიდან მუშაობს.
ფონდის მთავარი მიმართულებებია: სასიცოცხლი დახმარების აღმოჩენა მარტოხელა, საწოლს/სახლს მიჯაჭვული მოხუცებისთვის, მზრუნველობას მოკლებული ბავშვებისთავის, მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის. ფონდის ოპერირების ქვეშ არის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდის მზრუნველობის ქვეშაა 600 ადამიანი, მათ შორის 90ბავშვი.
კომენტარები