საზოგადოება
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა 5 ტურისტი გადაარჩინეს.
2016-01-25 22:38:13
ტურისტების ჯგუფი, რომლებიც დასასვენებლად ყავზბეგში იმყოფებოდნენ, თვითნებურად გადაწყვიტეს ფეხით წამოსულიყვნენ გუდაურის მიმართულებით. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისა და ცუდი ხილვადობის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
მათ 112 ში დარეკეს , რასაც მოყვა გუდაურის სამაშველო სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სსგენტოს მყისიერი რეაგირება.
ეკონმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ტურისტები ჯვრის უღელტეხილის 99 კილომეტრზე იპოვნეს და უსაფრთხოდ გადმოიყვანეს დაბა გუდაურში. ტურისტებიდან 1 უკრაინელი, 1 პოლონელი და 3 ქართველი იყო.
კომენტარები