0 9 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა


დილიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად თოვს. უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა. 

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. იგივე შეზღუდვები მოქმედებს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზეც. 

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: მლეთა-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები