მსოფლიო
საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაცია - „სოციალური პარტნიორობა“ - ბენეფიციარების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.
2016-01-21 11:59:22
ამჟამად, საქველმოქმედო ფონდი „შინმოვლის“ პროგრამის ფარგლებში კომპლექსურ დახმარებას უწევს 500 სოციალურად დაუცველ, საწოლს მიჯაჭვულ ადამიანს. ფონდი მათ უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებით, საკვები პროდუქტებით, მედიკამენტებით და ჰიგიენური საშუალებებით.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მზადაა „შინმოვლის“ პროგრამის ბენეფიციარების რიცხვი 600-მდე გაზარდოს და მზრუნველობა გაუწიოს მათ.
თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი, მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვული ადამიანების შესახებ, დარეკეთ ფონდის ცხელ ხაზზე 032-251-41-75.
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წლის 12 აპრილს დაფუძნდა. ფონდი სასიცოცხლო დახმარებას უწევს მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ ხანდაზმულებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს.
ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება მცირე საოჯახო ტიპის სახლი თბილისში და პანსიონი ქობულეთში. ამჟამად ფონდი მზრუნველობას უწევს 600 ადამიანს, მათ შორის 90 ბავშვია.
კომენტარები