0 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შვილს ჩემი ხელი ეჭირა და მიმეორებდა: „მჭირდები დედიკო, შენ იცოცხლებ!“

ალბათ ნებისმიერი ქალისთვის დედობა - ცხოვრების მთავარი აზრია. ნებისმიერ დედას, თავისი შვილისთვის ყოველთვის საუკეთესო უნდა და მის საკეთილდღეოდ ყველაფერზეა წამსვლელი.

საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ბენეფიციარი მარინა ფირცხალავა- მარტოხელა დედაა. დიდი ხნის ნანატრი შვილი 40 წლისამ გააჩინა, მაგრამ ოჯახური ცხოვრება არ აეწყო და პატარა ბავშვთან ერთად მარტო დარჩა. მუსიკის მასწავლელად მუშაობდა ხელოვნების სკოლაში. კაპიკები, რომელსაც  „ხელფასი“ ერქვა, არაფერში ჰყოფნიდა. პროდუქტების შეძენას ძლივს ახერხებდა, ხოლო ხილსა და რძის პროდუქტზე არც ოცნებობდნენ.

ერთ დღეს, მარინამ გადაწყვიტა შვილისთვის მწიფე ბალი დაეკრიფა ხიდან, რომელიც ეზოში ედგათ. გამბედაობა მოიკრიბა და ხეზე ავიდა. ეს გადაწყვეტილება მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ტოტმა უმტყუნა და მარინა დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მრავლობითი მოტეხილობა, მენჯ-ბარძაყის სახსრის და ხერხემლის დაზიანება... რამოდენიმე კვირა რეანიმაციაში... მარინა თუ გადარჩებოდა არავის ეგონა, მხოლოდ 10 წლის შვილი დარწმუნებული იყო, რომ დედა მალე კარგად გახდებოდა. დედიკოს ხელს ცრემლიან ლოყაზე იდებდა და იმეორებდა „დედიკო, შენ გადარჩები, ძალიან მჭირდები, მიყვარხარ...“

მარინა საავადმყოფოდან გამოწერეს და არანაირ იმედს არ აძლევდნენ, რომ სიარულს შეძლებდა. მაგრამ, როდესაც სახლის კედელზე წარწერა „დედა LOVE“ დაინახა, რომელიც მისმა შვილმა დახატა, მან გადაწყვიტა, რომ საშინელი ფიზიკური და სულიერი ტკივილის მიუხედავად ის ყველაფერს გააკეთებდა, რომ ფეხზე დამდგარიყო.

საწოლსმიჯაჭვულმა, შემოსავლის გარეშე დარჩენილმა მარინამ არ იცოდა ვისთვის მიემართა დახმარების თხოვნით. ვიღაცამ „სოციალური პარტნიორობის“ ნომერი ჩააწერინა. მარინამ დარეკა, მაგრამ იმედი არ ჰქონდა, რომ დაეხმარებოდნენ. ფონდის თანამშრომლები იმავე დღეს მივიდნენ. მარინას რეაბილიტოლოგების, ექიმების და ექთნების ყველა ვიზიტი ახსოვს. ახსოვს, როგორ ეხმარებოდნენ მედიკამენტებით და პროდუქტებით. 

სამი წელი გავიდა... სამი ტანჯვის და იმედგაცრუების წელი... ზოგჯერ ფონდის ექიმების რეკომენდაციებს არ ასრულებდა, ყველაფრის იმედს კარგავდა... მერე, ყველაფერს თავიდან იწყებდა. ახლა მარინას შეუძლია სიარული და ოთახში ყავარჯნებით გადაადგილდება. ავადმყოფობის გამო ვერ მუშაობს, შემოსავალი არ აქვს. სახლი, სადაც მარინა და მისი შვილი ცხოვრობენ - ავარიულია. კედლები დაბზარულია და არის საშიშროება, რომ სახლი ერთ დღეს ჩამოინგრევა.

მარინას თქვენი დახმარება სჭირდება. თქვენი თანადგონის გარეშე,  ცხოვრებასთან გამკლავება მისთვის ძალიან მძიმე იქნება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, მარინა ფირცხალავას დასახმარებლად. არ დატოვოთ ეს ისტორია უყურადღებოდ. გამოიჩინეთ გულისხმიერება... თქვენი ნებისმიერი სახის დახმარება მარინასთვის და მისი გოგონასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დაიშნულებაში მიუთითეთ მარინა ფირცხალავა) ან პირდაპირ „სოციალური პარტნიორობის“ ვებ-გვერდიდან  https://fsp.ge/ge/donate/114

ამ პატარა ოჯახს ესაჭიროება ყველაფერი. საკვები პროდუქტები, საოჯახო ნივთები, მედიკამენტები... თბილი საბანიც კი ერთი აქვთ დედა-შვილს...

მარინა დარწმუნებულია, თავისი ნებისყოფით, „სოციალური პარტნიორობის“ დახმარებით და გულისხმიერი ხალხის თანადგომით მათი მდგომარეობა გამოკეთდება, იგი აუცილებლად გამოჯანმრთელდება და თავის შვილის ქორწილშიც კი იცეკვებს!

ერთად ვაკეთოთ სიკეთე!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები