საზოგადოება
გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონა თბილისში გადმოასვენეს
2016-01-11 10:50:41
ჩამოტვირთვა
გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის გოგონა თბილისში საკუთარ სახლში გადმოასვენეს. მოზარდი სპორტ სკოლის მოსწავლე იყო.
როგორც სპორტ სკოლის წარმომადგენლები ამბობენ, გოგონას ახალგაზრდა მამაკაცი დაეჯახა, რომელიც დიდი სიჩქარით სრიალებდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა, ახალგაზრდა მამაკაცი კი თბილისში საავადმყოფოშია გადმოყვანილი. ექიმის განმარტებით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სპორტ სკოლის ხელმძღვანელობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საჭიროებაზე საუბრობს.
ფაქტზე გამოძიება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო.
კომენტარები