1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატრიარქი შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს

კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. 
ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქი შესთხოვს უფალს, რომ "ყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე".
"მოგვიახლოვდა ქრისტეშობის დღესასწაული, მე შევთხოვ უფალს, რომ ქყველა ჩვენგანში იშვას ქრისტე. ქრისტე ღმერთი, ჩვენი მაცხოვარი, იყოს მფარველი ყოველივე ჩვენგანის. ყოველი ადამიანის. მაცხოვარს შევავედრებთ ყველა ადამიანს, ვინც უცხოეთშია წასული. შევთხოვთ უფალს, რომ ჩვენი სახელები დაწერილი იყოს წიგნსა მას შინა ცხოვრებისასა", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ შობის ღამეს იქნება წირვა-ლოცვა. "არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - ბრძანა პატრიარქმა. 
ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის და იქნება, მაგრამ "არ უნდა შეგვეშინდეს, ღმერთი ძალიან ახლოსაა ჩვენთან". "საგალობელი "დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო", ეს ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან", - ბრძანა უწმინდესმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები