მსოფლიო
22 დეკემბრიდან CNN international, Cartoon Network და Boomerang Silk TV მენიუში ბრუნდება
2015-12-22 12:45:49
საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერ კომპანია სილქნეტსა და მედია გიგანტ Turner Broadcasting-ს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, რომლის საფუძველზეც სილქნეტს დაუბრუნდა Turner-ის პრემიუმ კლასის სატელევიზიო არხების - CNN international, Cartoon Network და Boomerang - მაუწყებლობის ლიცენზია.
სალიცენზიო შეთანხმება გულისხმობს Silk TV-ის მიერ საბაზისო პაკეტით Turner-ის პრემიუმ არხების მიწოდებას ფიზიკური პირებისთვის და კომერციული აბონენტებისთვის, მათ შორის სასტუმროებისთვის. „ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ჩვენს პარტიონრებთან Turner Broadcasting-ში შეთანხმების ახალ წლამდე მისაღწევად, რადგან ვიცით, რომ Silk TV-ის მენიუში CNN International, Cartoon Network and Boomerang-ის დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მაყურებლისთვის.
ეს არხები პოპულარულია აბონენტების ფართო სპექტრისთვის - ჩვენი პატარა მაყურებლებით დაწყებული, რომლებიც Cartoon Network-ს ელიან, დამთავრებული CNN international-ის მაყურებლებით, რომელთაც მსოფლიოს უახლესი ამბები და გლობალური ბიზნესის ანალიზი აინტერესებთ,“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა.
მისი თქმით, სილქნეტი და CNN-ი ასევე მუშაობენ მომავალი თანამშრომლობის გეგმაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება CNN-ის აუდიტორიის გაზრდა ერთობლივი მარკეტინგისა და კობრენდინგის ღონისძიებებით. ერთობლივი მარკეტინგ ღონისძიებები Silk TV-ზე 2016 წლის გაზაფხულიდან იგეგმება. სილქნეტის შესახებ სააქციო საზოგადოება სილქნეტი საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიდერი კომპანიაა.
სილქნეტი მომხმარებელს სატელეკომუნიკაციო სერვისების ფართო არჩევანს თავაზობს, მათ შორის ფიქსირებულ ინტერნეტს, ტელევიზიას და ფიქსირებულ ტელეფონიას. სილქნეტი საქართველოს ინტერნეტის ბაზრის 46% ფლობს. სილქნეტის IPTV ბაზრის წილი 69%-ია, რასაც პროდუქტის უნიკალური ფუნქციები და ხარისხიანი კონტენტი განაპირობებს.
კომენტარები