მსოფლიო
კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე 50 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებისთვის დააკავეს
2015-12-18 13:49:43
ჩამოტვირთვა
რწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა მაისურაძე 50 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით აღებისთვის დააკავეს. გამგებლის მოადგილის დაკავებასთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან განაცხადეს, ნანა მაისურაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.
"საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კრწანისის რაიონის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ გულუას ქუჩაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების აუქციონზე გატანაში, მასში გამარჯვებასა და მშენებლობისათვის საჭირო პროექტის დამტკიცებაში დახმარების სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარი აიღო", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
მათი ინფორმაციით, კრწანისის რაიონის გამგებლის მოადგილე დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
კომენტარები