1 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს

ჩამოტვირთვა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და პოლიტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს. 

ეს განცხადება საკრებულოს დეპუტატმა  მას შემდეგ გააკეთა, რაც პროკურატურის განმარტებით, ელისაშვილის მიერ საგამოძიებო უწყებაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც ის ასახელებს. 

ამ დროისთვის ტელეფონს ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა. 

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე პრეზიდენტს თხოვნით მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას აღნიშნული შეტყობინებები. 

პრეზიდენტის მრჩეველი ადასტურებს, რომ ალეკო ელისაშვილმა გიორგი მარგველაშვილს მესიჯები ანახა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები