საზოგადოება
ზვიად ქორიძე : რა თქმა უნდა კონკრეტული გვარები დავასახელე
2015-12-10 12:32:04
ჩამოტვირთვა
შეწყალების კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს მთავარ პროკურატურაში დაახლოებით 3 საათის განმავლობაში კითხავდნენ.
ზვიად ქორიძის თქმით, გამოძიების კითხვები შეწყალების მექანიზმსა და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
ქორიძის განცხადებით, მან საგამოძიებო უწყებას კონკრეტული გვარები დაუსახელა, რომლებიც მისი თქმით, შეწყალებუის კომისიაში არსებულ სავარაუდო კორუფციულ სქემაში მონაწილეობდნენ. მოქმედი თავმჯდომარე ამ დრომდე არ ასახელებს მათ ვინაობას, თუმცა ამბობს, რომ ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია.
ქორიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას. ზვიად ქორიძეს საგამოძიებო უწყებაში პარასკევს, 17:00 საათზე ისევ ელოდებიან.
კომენტარები