1 1 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც ემხრობიან "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას

ჩამოტვირთვა

დაკავებულია ოთხი პირი, რომლებიც ემხრობიან ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" იდეოლოგიას. ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა.

ხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები, ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები. ამოღებულია მობილური ტელეფონები, სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები , კომპიუტერული მოწყობილობები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები