1 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება მწვავდება

ჩამოტვირთვა

თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, რუსეთსა და თურქეთს შორის ვითარება კიდევ უფრო მწვავდება, რუსეთი თურქეთთან სამხედრო კონტაქტს წყვეტს. მას შემდეგ რაც ლავროვმა ანკარაში ვიზიტი გადადო, დუმამ თურქეთთან ავიამიმოსვლის შეწყვეტა და ტურისტების ევაკუაცია მოითხოვა. 

კრემლი კიდევ ერთხელ ღიად დაიმუქრა, რომ ფაქტს გარდაუვალი შედეგები მოჰყვება. აგრესიული აქტი ნატო-ს წევრი სახელმწიფოს მხრიდან - ასეთია ოფიციალური მოსკოვის პოზიცია. 

ორი დღეა თვითმფრინავის ჩამოგდება საერთაშორისო პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემაა. ლიდერები მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდებენ. ანკარას მხარდაჭერას უცხადებს ბარაქ ობამა.  თვლის რომ თურქეთს საკუთარი საზღვრების დაცვის უფლება აქვს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები