1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თურქეთში სირიის მხრიდან შესული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ჩამოტვირთვა

თურქულმა ავიაციამ სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, რომელმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. 
სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი თურქულმა გამანადგურებლებმა F-16-ებმა რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდეს. 
მომხდართან დაკავშირებით თურქულ მხარეს ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
თავის მხრივ, თურქული გამოცემა "ბუგუნი" წერს, რომ თვითმფრინავი ჰატაის პროვინციაში ჩამოაგდეს. მფრინავებმა კატაპულტირება შეძლეს.

გამოცემა "ინდიფენდენტი" თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმფრინავი რუსული წარმოების იყო. მედიაში გავრცელდა ვიდეომასალაც, სადაც ჩანს, რომ ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოახდინა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები