1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„დადიანების სასახლე“ საბავშვო ბაღის დერეფანში

ქალბატონი თალიკო ანდღულაძე ვერასოდეს იფიქრებდა, რომ თბილი და მყუდრო სახლის მაგივრად, სიბერეს შეხვდებოდა - საცხოვრებლად გამოუსადეგარ, ცივ, ნესტიან ნაგებობაში - ძველი საბავშვო ბაღის დერეფანში.

ახლა იგი 84 წლისაა და როდესაც განვლილ ცხოვრებას იხსენებს, ცრემლებს ვერ იკავებს. ადრე, ბედნიერი დედა და მეუღლე იყო, ჰქონდა საინტერესო სამსახური: პროფესიით ქალბატონი თალიკო იურისტია და 35 წელი „საქენერგოში“, კადრების განყოფილების უფროსად მუშაობდა. საოჯახო საქმეებში და ბავშვების აღზრდაში დედა ეხმარებოდა. ცხოვრობდნენ დიდუბეში, დიდ მოსიყვარულე ოჯახში. მაგრამ ერთ დღეს მისი ჩვეული ცხოვრება შეიცვალა...

 ავად გახდა თალიკოს მეუღლე, ერთი თვის შემდეგ - დედა ჩავარდა ლოგინად... თალიკომ სამსახურს თავი დაანება, რომ მათთვის მოევლო. 1996 წელი მისთვის ტრაგიკული აღმოჩნდა, სამი ყველაზე ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა. მეუღლე, ძმა და დედა. ძალიან ძნელი იყო ამის გადატანა. მაგრამ ქალბატონმა თალიკომ საკუთარ თავში იპოვა ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. სიცოცხლის სურვილი არც მაშინა დაკარგა, როდესაც დაინგრა მისი ავარიული სახლი და იგი შვილთან და შვილიშვილთან ერთად ქუჩაში აღმოჩნდა. ისინი დროებით შეასახლეს ვარკეთილში მდებარე 179-ე საბავშვო ბაღის დერეფანში. და ეს „დროებით“ სამწუხაროდ დღემდე გრძელდება.

ცივ და ნესტიან დერეფანში საცხოვრებელი პირობები რომ შეექმნათ, ფანჯრები ფიცრებით აჭედეს, ბეტონის იატაკზე მუყაო დააფინეს, ოთახები ერთმანეთისგან ფარდებით „გადატიხრეს“. ქალბატონი თალიკოს შვილი,  საცხოვრებელს ხუმრობით „დადიანების სასახლეს“ ეძახის და ყველანაირად ცდილობს დერეფანში კომფორტი შეუქმნას დედას.  მაგრამ ეს არ იცავს მათ სიცივეებისგან. ამ შენობაში ზაფხულშიც კი ცივა. თუ შეშა აქვთ - თბებიან. ელექტრო გამათბობლის ჩართვას ვერ ახერხებენ, რადგან ქალბატონი თალიკოს პენსია მედიკამენტებში იხარჯება. სადილებს, სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის განკუთვნილი, უფასო სასადილოდან იღებენ.  ახლა ფეჩში ძველ პარკეტს წვავენ, რომელიც მეზობელს რემონტის შემდეგ დარჩა. პარკეტის მარაგს რომ ამოწურავენ, რითი გათბებიან - ჯერ არ იციან და ეს ყველაზე მეტად აშფოთებთ მათ.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ქალბატონი თალიკოს ოჯახის დასახმარებლად. გთხოვთ, ყველა გულისხმიერ ადამიანს, დაეხმაროთ მათ საკვები პროდუქტებით და შეშით - რაც ასე აუცილებელია მათთვის ზამთრის გადასატანად. ასევე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა ფონდის ანგარიშის ნომერზე GE15TB7194336080100003 (დანიშნულება: თალიკო ანდღულაძე) ან ფონდის ვებ-გვერდიდან http://fsp.ge/ge/donate/107/

ნებისმიერი სახის დახმარება ქალბატონ თალიკოსთვის დიდი მხარდაჭერა იქნება.

 

კიევის ექს-მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი „სოციალური

პარტნიორობა“ დაარსების დღიდან, სამი წლის მანძილზე, ეხმარება საკვებით და მედიკამენტებით  500 მარტოხელა, საწოლსმიჯაჭვულ ადამიანს, რომლებსაც  მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ  პირობებში უწევთ  ცხოვრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...